მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა ქობულეთელი კანონმდებლები მოსახლეობას ხვდებიან

ქობულეთელი კანონმდებლები მოსახლეობას ხვდებიან

349
0
   ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, მუნიციპალური საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად ქობულეთის მაღალმთიანი სოფლის – ჭახათის მოსახლეობას შეხვდა. საკრებულოს წარმომადგენლებისა და ჭახათის მკვიდრი მოსახლეობის აუდიენციისას განისაზღვრა სოფლის სამომავლო პრიორიტეტები. მოსახლეობამ 2016 წლის სოფლის პროგრამის ფარგლებში მთავარ პრიორიტეტებად შიდა გზების მოწესრიგება, ეკლესიის აშენება, გაზიფიცირება, მინი სტადიონის მოწყობა, მოსაცდელის დამონტაჟება და ახალი მიკროავტობუსის გამოყოფა ითხოვა, რაც საკრებულოს თავმჯდომრის განცხადებით მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
  გასულ თვეში ჭახათის მოსახლეობის მოთხოვნით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით სოფელში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტებმა სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს, მათ ასევე საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ კარდიოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
   ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს.
დაგეგმილია ე.წ. კურჩხელას წყალსადენის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტი დაახლოებით 700 ათას ლარს გამოყოფს. ასევე დაგეგმილია ჭახათის თემში შემავალი  სოფლის შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა შემდეგი მიმართულებებით: ჭახათი, კეჭიეთი, ოხტომი, ვარჯანაული, კაკუჩა, ტყემაკარავი, კობალაური, დიდვაკე და ხინო. აღნიშნული სამუშაოებისათვის 47 447 ლარია გათვალისწინებული.