სასტუმრო „არმაზის“ დაწვის ფაქტზე დაკავებული ზაზა (ჯემალ) ართმელაძის ოჯახის წევრებმა დღეს ქობულეთის გამგეობის წინ შიმშილობა დაიწყეს. ოჯახის ადვოკატის – პაატა შავაძის განცხადებით, ართმელაძეების მოთხოვნას პროკურორ ადილან წირღვავას გადადგომა და ზაზა ართმელაძის პატიმრობიდან გათავისუფლება წარმოადგენს. შავაძის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკანონო იყო, ამიტომ მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.
https://youtu.be/Ot0ccYrNJFw