მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სასწრაფოდ! მოშიმშილე ირმა ართმელაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

სასწრაფოდ! მოშიმშილე ირმა ართმელაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

1158
0

ქობულეთის გამგეობის წინ მოშიმშილე ართმელაძეების ოჯახის ერთ ერთი წევრის, პატიმრობაში მყოფი ზაზა (ჯემალ) ართმელაძის მეუღლის – ირმა ართმელაძის ჯანმრთელობა შიმშილობის მესამე დღეს მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „არმაზის“ დაწვის ფაქტზე დაკავებული ზაზა (ჯემალ) ართმელაძის ოჯახის წევრებმა ქობულეთის გამგეობის წინ შიმშილობა სამი დღის დაიწყეს.