ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გიგინეიშვილებში 80-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნა. სოფელში 60 ტონიანი წყლის ავზის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალის მოწყობა უკვე დასრულდა. სამუშაოები, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 ათას 393 ლარი დაიხარჯა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლაზარემ“ აწარმოა.