მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თანატოლები 5 წლის ანდრია ნარსიას დასახმარებლად

თანატოლები 5 წლის ანდრია ნარსიას დასახმარებლად

290
0

დღეს ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანება, ქობულეთის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის ოცივე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ანდრია ნარსიას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს „ძალა ერთობაშია“ გამართავს. კონცერტს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აღსაზრდელთა მშობლები და ადგილობრივი ბიზნესმენებიც დაესწრებიან. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ანდრია ნარსიას ანგარიშზე ჩაირიცხება. მან თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში უკვე გაიარა მკურნალობის კურსი და ამჟამად შემდგომი პროცედურების გასაგრძელებლად იტალიაში იმყოფება. პატარა ანდრიას სიცოცხლის გადარჩენაში თქვენც შეგიძლიათ წვლილის შეტანა, დარეკეთ ნომერზე: 0901 70 10 18 (ზარის ღირებულება 1 ლარი), ასევე „საქართველოს ბანკში“ მის სახელზე გახსნილია სპეციალური ანგარიში ნომრით: GE65BG0000000576876100 სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი შემოწირულობების გადარიცხვა.