კარსმომდგარი საკურორტო სეზონი და ქობულეთის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სტატუსის გარეშე დარჩენილი ქალაქის ქუჩების მოწესრიგებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, თუმცა ყველაზე უმთავრესი – საკურორტო ცენტრის ზღვისპირა ზოლი ახლად ომგამოვლილ ბრძოლის ველს ჰგავს. 1996 წლის თებერვლის შტორმის შედეგი აქ 20 წლის შემდეგაც სამუზეუმო ექსპონატივით პირვანდელი სახითაა წარმოდგენილი. არადა, მას შემდეგ ქვეყანაში არც მეტი, არც ნაკლები, სამი ხელისუფლება შეიცვალა.
რატომ არ ან ვერ აგრძელებს „ოცნების ხელისუფლება“ – „ნაციონალების“ მიერ დაწყებულ საქმეს და როდემდე უნდა იყოს უჯებირო სანაპირო საკურორტო ზონიდან დამსვენებლის განთესვის მიზეზი?
როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პროექტისთვის საჭირო 8 მილიონი ლარის მოპოვებაზე ზრუნავენ და საქმის მოსაგვარებლად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერის იმედი აქვთ.
თემის დეტალები ნახეთ „მედიატორის“ სპეციალურ რეპორტაჟში.
https://youtu.be/TLubRXyhoB0