აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: წყავროკას, მუხაესტატეს, ოჩხამურისა და ცეცხლაურის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სოფელ წყავროკას ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტეს, ისინი თვლიან, რომ ნაგავსაყრელი უარყოფით გავლენას მოახდენს გარემოზე, ასევე განადგურდება ზემოხსენებული სოფლების მოსახლეობის საძოვრები, სავარგულები და საყანე ფართობები, რითაც ხალხი რჩება შემოსავლის წყაროს გარეშე… აქციაზევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ ნაგავსაყრელის მშენებლობით დაინტერესებულია თურქეთის მხარე, რადგან ის მოემსახურება მეზობელი ქვეყნის ქალაქ ხოფის აქეთ მდებარე დასახლებებსაც.
თემის ირგვლივ სასაუბროდ აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი, ყოფილი პოლიტპატიმარი და ქობულეთის საკრებულოს წევრი ხვიჩა გამარჯობაძე „აჭარა P.S.“-ის სტუდიიდან კვირის ანალიტიკური პროგრამა „მედიატორის“ კითხვებს პასუხობს.
https://youtu.be/GIrW41NQK1Y