ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აჭარის სკოლებში მოსწავლეებისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური პრობლემების მოწესრიგების მიზნით საგრანტო პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც რეგიონის 20 სოფლის სკოლაში შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული სველი წერტილები და შენობაში შესასვლელები (პანდუსები) კეთდება. ჯერჯერობით ეს პატივი ქობულეთში სოფელ ხუცუბნისა და კვირიკეს საჯარო სკოლებს ერგოთ, ხელვაჩაურში კი აგარისა და ახალსოფლის სკოლებს. ჩვენთან საუბრისას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა დაგლას ბოლმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეს პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტში შემავალ 4 საჯარო სკოლაშიც განხორციელდება. პროექტის ეგიდით ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ტრენინგებიც ჩაუტარდათ და წარმატებულებს ფასიან საჩუქრებთან ერთად სერტიფიკატები გადაეცათ.
ქეთევან გუჯაბიძე, ზურა ჯაბნიძე, ერეკლე ნოღაიდელი
https://youtu.be/ZJNjTvzDBac