საქართველოში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობების ორგანიზებით რეგიონებშიც ეწყობა, იგეგმება შეხვედრები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სკოლებში,უნივერსიტეტებში, ეწყობა სხვადასხვა სახის შემეცნებითი, კულტურული, სპორტული აქტივობები და აქციები.
კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა 10 აპრილს ბათუმში. მძლეოსნური გარბენი „წინ-ნატოსკენ!“ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა ახლაგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, ბათუმის მერიისა და 6 მაისის სახელობის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 10 აპრილს ბათუმის 6 მაისის პარკში მოეწყო და მასში მოხალისე ბათუმელმა ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის მიზანი ბათუმელი ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ მარათონში, მათი მონდომებისა და ძალისხმევის ნატოსკენ სწრაფვასთან დაკაავშირება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება. მარათონში გამარჯვებულ გოგონებსა და ვაჟებს, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები -პლანშეტები, ყურსასმენები, სასაჩუქრე პაკეტები და სერტიფიკატები „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ბათუმის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ია შალამბერიძემ და ვეტერანმა სპორტსმენმა კარლო გიორგაძემ გადასცეს. ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მძლეოსნური გარბენი „წინ-ნატოსკენ“ მოეწყო