მთავარი სტატიები დღეს ნატო-ს კვირეული დასრულდა

დღეს ნატო-ს კვირეული დასრულდა

405
0

13081913_1188065614559747_1636604424_n 4-24 აპრილის ჩათვლით, საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა ნატო-სკვირეული,რომელიც სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეთანხმებით და ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ნატო-ს კვირეული 4 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 2016-ით გაიხსნა. ფორუმზე განიხილეს უახლესი ტენდენციები,გამოწვევები დასიახლეები სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში. ფორუმის მომხსენებლები იყვნენ ხელისუფლებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.
13059889_1188065671226408_342885737_nკვირეულის ფარგლებში მოეწყო უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა: გაიხსნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ბიურო ახალქალაქში, ჩატარდა სტუდენტური-სამეცნიერო კონფერენცია „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, მოეწყო სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკისა და სახალხო დიპლომატიის, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ფილიპ სეიბისლექცია თემაზე: „თანამედროვე მედიასაშუალებების გავლენა; მედია, როგორც რბილი ძალის საშუალება“ (TBC), განხორციელდა პროექტი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის“ ახალქალაქის მასწავლებლებისათვის, მოეწყო „საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიციის“ წარმომადგენლების შეხვედრები რეგიონებში, შედგა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა, ჩატარდა საჯარო ლექცია „ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინები“, მოეწყო კონკურსი: „ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა“ და ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიების გახსნა, გაიმართა დებატები ნატოს თემატიკაზე, აგრეთვე მოეწყო სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდების ვიზიტები ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში…
13077164_1188065764559732_156224402_nნატოს დღეები მოეწყო რეგიონებშიც, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში. მოხალისეების დახმარებით მოეწყო სხვადასხვა ტიპის აქციები…
ნატო-ს კვირეულის ეგიდით მასშტაბური და საინტერესო ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა აჭარაშიც. „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ინიციატივით, ნატო-ს კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური თამაშით – „NATO-OTAN“-ით გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაგეგმილ საგანმანათლებლო-შემეცნებით ინტელექტუალურ თამაშს „NATO – OTAN“-ს ორგანიზება ბსუ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრმა გაუწია და მასში ბათუმის 21 სკოლის 100 -ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეების ინფორმირება NATO-ს მიზნებისა და ამოცანების, NATO-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ… ინტელექტუალური თამაშის – „NATO- OTAN“ შედეგებს ბსუ საზოგადოებრივ და 13077256_1188065677893074_435398525_nპოლიტიკურ მეცნიერებათა და სტუდენტთა მხარდაჭერის დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელმაც დაჯამებული შედეგების საფუძველზე გამოავლინეს გამარჯვებულები. პირველი ადგილის მფლობელი “ევრო-2000-ის” გუნდი გახდა, მეორე და მესამე ადგილები სკოლა “ნიკემ” და მე-8 საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს. ინტელექტუალური თამაშის „NATO-OTAN“ გამარჯვებულ გუნდებსა და მონაწილეებს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სერტიფიკატები და პრიზები-მრავალფეროვანი შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცათ. გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები დააჯილდოვეს აგრეთვე ღონისძიების მხარდამჭერებმა „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის gpdc“, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ წარმომადგენლებმა.
13077372_1188065781226397_99703560_n7 აპრილს ნატო-ს კვირეულმა ქედის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. კულტურის სახლში, აჭარაში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ესსეების კონკურსის „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, საქართველო და მე“ და ნახატების კონკურსის „ჩემი თვალით დახატული ნატო“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კონკურსები, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელშეწყობით ქედის სკოლების მოსწავლეთათვის მოეწყო, მიზნად ისახავდა ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნების და პრინციპების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის და პერსპექტივების შესახებ ცნობადობის დონის ამაღლებას. ნაშრომში უნდა ასახულიყო, თუ რას ნიშნავს ავტორისათვის ნატო, როგორ ესმის მას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური არჩევანი, რას უნდა ველოდეთ ალიანსიდან, რას გულისხმობს ნატოს სტანდარტებთან დაახლოება, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მოსწავლის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ნატოში 13082097_1188065711226404_139704337_nინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისათვის და პირადად მისთვის… ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ენახა თემატური ნახატების გამოფენა და შეეფასებინა კონკურსანტების და გამარჯვებულების-ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის შოთა მახარაძის, გოგიაშვილების საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის თორნიკე ბალაძის და ტიხრული მინანქრის ავტორის ქეთი ჯაყელის შემოქმედება, ხოლო გამარჯვებული ესეების ავტორებმა ახოს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ქეთი ბოლქვაძემ, უჩხითის საჯარო სკოლის მეათე კლასელმა ლილე აბესლამიძემ და ქედის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ თეო ტაკიძემ მსმენელებს თავიანთი ნამუშევრების ძირითადი გზავნილები წაუკითხეს… სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა კონკურსების გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები, სასაჩუქრე პაკეტები და სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქედის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელმძღვანელები.
13084069_1188065794559729_1384418557_n8 აპრილს აჭარაში ნატო-ს კვირეულის მორიგი ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით 8 აპრილს მოეწყო დებატები რეზოლუციით „საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“. დებატების მიზანი რეგიონის ახალგაზრდებში ნატოს მისიებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობადობის ამაღლება გახლდათ. პროექტის მონაწილეებმა პრეზენტაციების, დებატებისა და ოპონირების რეიმში გამოავლინეს NATO-ს მიზნებისა და ამოცანების, NATO-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ ცოდნა და მყარი არგუმენტებით დაამტკიცეს რეზოლუციის უალტერნატივობა. გამარჯვებულ მოდებატე გუნდებს და მონაწილეებს აჩიკო თურმანიძეს, თემურ ზაქარაძეს, თამარ დუმბაძეს, ქეთევან წულუკიძეს, გიგა მუკუტაძეს, გია ჩხაიძეს, ედუარდ შამილაძეს, გიორგი შამილაძეს სსიპ „ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა სერტიფიკატები და საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები გადასცა. დებატებს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, გამგეობისა და საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის სფეროს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
13081740_1188065784559730_419066820_n10 აპრილს კვირეულის მორიგი ღონიძიება -მძლეოსნური გარბენი „წინ- ნატოსკენ!“ სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. შეჯიბრის მიზანი ბათუმელი ახალგაზრდების სპორტულ მარათონში ჩართვა, მათი მონდომებისა და ძალისხმევის ნატოსკენ სწრაფვასთან დაკავშირება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება იყო. ბათუმის 6 მაისის პარკში გამართულ გარბენში 12-დან 16 წლამდე მოხალისე ბათუმელი ახალგაზრდები ჩაერთვნენ. გარბენის მონაწილეებს პარკში მოსეირნე რიგითი ბათუმელებიც გულშემატკივრობდნენ და სამომავლოდ, ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობის სურვილიც გამოთქვეს….ბათუმის სასპორტო სკოლის ინსტრუქტორებმა, კახა ხომერიკის ხელმძღვანელობით, გამოავლინეს გამარჯვებული გოგონები – ზოია თეთრაძე, გურანდა გაბიტაძე, დიანა შენგელია და ვაჟები – ბაჩანა აბაშიძე, ირაკლი მახარაძე, გიგო საკანდელიძე , რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები-პლანშეტები, ყურსასმენები,სასაჩუქრე პაკეტები და სერტიფიკატები „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ბათუმის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ია შალამბერიძემ და ვეტერანმა სპორტსმენმა კარლო გიორგაძემ გადასცეს.
13077164_1188065764559732_156224402_nნატო-ს კვირეულის მორიგი ღონისძიებას პეტრას ციხეზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და მოხალისეები შეუერთდნენ. „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, პეტრას ციხის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ციხისძირის საჯარო სკოლის (დირექტორი რამინ ხინიკაძე) სამოქალაქო კლუბების „დვრიტა“ და „ლილეს“ წევრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებმა, სოფლის რწმუნებულებმა, სოფ. ციხისძირის მაცხოვრებლებმა, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მისასვლელი და მიმდებარე ტერიტორია. ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი, ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სამშეებლო ნარჩენების გატანასა და სამუშაოების მწარმოებლებთან შეთანხმებით ჩაერთვნენ ძეგლის ნაწილის გაწმენდით სამუშაოებში. დასუფთავების აქციის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს კლუბური მუშაობის შედეგად დამუშავებული ნაშრომები ევროინტეგრაციის პროცესის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი თავიანთი დამოკიდებულების შესახებ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსმა მირანდა ჩარკვიანმა და „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა საუკეთესო ნაშრომის წარმომდგენ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საინფორმაციო ცენტრის სახელმძღვანელოები გადასცეს და აღნიშნეს, რომ ნატოს კვირეულის ფარგლებში პეტრას ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილი ეს აქტივობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ასეთი ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი პოპულარიზების მიზნით განხორციელებული ყველა აქტივობა უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის და რაღა თქმა უნდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისათვის.
13090398_1188065804559728_1816668983_n24 აპრილს კი ნატო-ს კვირეულის დასასრულს, ბათუმში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა და საინფორმაციო ცენტრის მოხალისეთა კლუბის წევრებმა ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ტიპის აქციები მოაწყვეს. მოხალისეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქალაქის ხალხმრავალ უბნებში , სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და გამვლელებს დაურიგეს ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გამოცემული ფლაერები, სტიკერები და დროშები. მოქალაქეებს კი მიეწოდათ ინფორმაცია ნატო-ს კვირეულის და აჭარაში ჩატარებული აქტივობების შესახებ.
13090398_1188065811226394_789139851_nსსიპ საინფორმაციოცენტრინატოსადაევროკავშირისშესახებ“ აჭარის ბიურო სამომავლოდაც მრავალფეროვან ღონისძიებებს გვპირდება.

„აჭარა P.S.“