მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გონიოში დაკარგულ ჯარისკაცებს ეძებენ

გონიოში დაკარგულ ჯარისკაცებს ეძებენ

316
0

გონიოში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად გონიოში იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. ზურაბ პატარაძემ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქმის ვითარება გამოჰკითხა, შემდეგ კი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და ანუგეშა ისინი. მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.