მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბათუმში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

262
0

18 ოქტომბერს ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეკრება გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, ირანის გენერალური კონსული ჰუსეინ მაშადი, ბათუმში კომპანია სოკარისა და რეგიონის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.2

ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნებით, შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ 1993 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის წინამძღვრობით დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო უდიდესი მოვლენა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნება იყო ახალი ერის დასაწყისი აზერბაიჯანელი ხალხის ცხოვრებაში, რასაც მოჰყვა ახალი კონსტიტუციის მიღება და უამრავი რეფორმა თითქმის ყველა სფეროში, მისი სწორი და 3მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად აზერბაიჯანი აღიარებულია მთელ მსოფლიოში. სწორედ აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ძალისხმევით, 1994 წელს მოეწერა ხელი „საუკუნის შეთანხმებას“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, -აღნიშნა რაშად ისმაილოვმა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ დიდი ლიდერის იდეები წარმატებით ხორციელდება ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ, რომელიც ღირსეულად განაგრძობს მამისეულ გზას აზერბაიჯანელი ხალხის ბედნიერი მომავლის მშენებლობისაკენ.4

ღონისძიების დასასრულ გაიმართა ოფიციალური მიღება და კლასიკური მუსიკის კონცერტი.