მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შემოგვიერთდით!

შემოგვიერთდით!

278
0

ძვირფასო მეგობრებო!

2017 წლის 5 იანვარს, 17 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში („ბნზ“) გაიმართება საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „როცა ერთმანეთს ვჭირდებით,“ რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით ცერებრალური დამბლით დაავადებულ 10 წლის ლუიზას, კომაში მყოფ 2 წლის თომას და რამდენიმე უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს.

კონცერტში მონაწილეობენ: ჯგუფი „მარეთი“, ავთო აბესლამიძე, მეგი ტატიშვილი, პაატა თედიაშვილი, ლევან შავაძე და სხვები. ბილეთის ფასი 10 ლარი.

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარში დაუდგეთ ამ მეტად საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს, ორგანიზატორები სიამოვნებით განვიხილავთ ქველმოქმედი ადამიანების წინადადებებს, რომელთაც ბილეთის შეძენის გარდა სურთ სხვა სახის დახმარება! საკონტაქტო პირი: 599 30 15 50; 571 80 70 70