ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ნაგავმზიდის შესაძენად გამგებლისათვის თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მალე ნაგავმზიდს შეიძენს. სატრანსპორტო საშუალების შესაძენად კი 247 ათასი ლარია განსაზღვრული.
წელს ქობულეთის გამგეობა ტურისტული სეზონის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე ნაგავმზიდის შეძენას გეგმავს.