არჩილ ჩიქოვანი საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ამპლუაში ქედას პირველად სტუმრობდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით დუმბაძესთან და ქედის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლობასთან ერთად, ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული კუჭულა-ასამბაძეების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. ხიდის სარეგულაციო კედლის მშენებლობა-რესტავრაციისათვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 147 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებზე 10 ადგილობრივია დასაქმებული. როგორც სამუშაოების შემსრულებელი ფირმის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პროექტი დეკემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე დასრულდება.
ხიდი ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელს აკავშირებს.