საოცარი ხალხი ვართ! რა დაგვემართა? ახლო წარსულში წარმატებული და უნიჭიერესი ერი, 25 წელზე მეტია დავიდვართ
მოჯადოებულ წრეზე სიკეთის ძებნაში და გამოსავალს ვეღარ
ვპოულობთ. უკეთესობის იმედით მოგვყავს მთავრობები, შედეგები
კი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. აღმოსავლეთში
იტყვიან „რაც არ უნდა იძახო ხალვა, პირში სიტკბოს ვერ იგრძნობთო“.
ახალი წელი გიგანტური ნაბიჯებით ზომავს დროს,
მოსახლეობის კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას პირი
ჯერჯერობით არ უჩანს. ამ შემთხვევაში „სწრაფი“ ასოცირდება
ე.წ. „კესონური“ დაავადების ნიშნებთან და შესაძლებელია
ზიანის მომტანი იყოს. სწრაფ განვითარებას სჭირდება რეალურ
ეკონომიკურ ბაზისზე დამყარება. მოშლილი ეკონომიკური პოტენციალის შექმნას კი არა ერთი წელი დასჭირდება იმ პირობის
გათვალისწინებით, რომ ქვეყანას „ხაზეინი“ ეყოლება. ვიღაცეების
მავნებლური რჩევებით და მოთხოვნებით თავის დროზე
განადგურდა და ჯართად გასხვისდა უზარმაზარი ქარხნები და
ფაბრიკები, მეურნეობები და სამეურნო კვანძები, გემები და კატარღები.
მიზანი – ქვეყნის შესუსტება, მოსახლეობის გაღატაკება,
რაც შემდგომში გარკვეული ძალებისათვის ადვილი ლუკმა იქნებოდა.
რა თქმა უნდა ბევრი დრო არის დაკარგული. იქნებ მოვიდა
ის ჟამი, რომ ახლა მაინც ვიმოქმედოთ მხოლოდ ეროვნული
ინტერესებიდან გამომდინარე გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით.
ზედაპირული, ნახევარზომები შედეგებს ვერ მოიტანს.
მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქვეყანაში არაფერი
კეთდება. ეს იქნებოდა კოლაფსი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი
მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ჩემი ღრმა რწმენით,
ამ შემთხვევაში საჭიროა ახალი ინტელექტუალური პოტენციალის
მოზიდვა, ამოქმედება და გამოყენება. ეს კი ეკონომიკის
დარგში სპეციალისტების გასათვლელი უნდა იყოს.
მე კი მინდა შევეხო რამდენიმე სპეციფიკურ საკითხს. გამოცხადებული
საკადრო ოპტიმიზაცია (ანუ შემცირება) და ამ გზით
თანხების მოზიდვა არის იძულებული და არაპოპულარული. აქ
მთავარია ,,შესამცირებელ წყლებს~ საღი ნაყოფი არ გავაყოლოთ.
არ დავკარგოთ ის თითებზე სათვლელი პროფესიონალები,
რაც დღემდე შეგვრჩა. მხოლოდ საკადრო ოპტიმიზაცია სასურველ
შედეგს ვერ მოიტანს. აქ საჭიროა კომპლექსური მიდგომა
და სახელმწიფოს ხელთარსებული მრავალი ბერკეტის ამოქმედება.
ერთ-ერთი ასეთი შეიძლება ყოფილიყო შრომის ანაზ-
ღაურების პოლიტიკის შეცვლა. ვინაიდან მილიონობით თანხა
იხარჯება არადანიშნულებით. ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეს
უნდა დაუწესდეს ფიქსირებული მინიმალური სახელფასო განაკვეთი.
მხოლოდ თავის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის
და წინსვლისათვის უწესდებოდეს დიფერენცირებული ანაზ-
ღაურება. ამ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები და სხვა
პირობები იქნება შესამუშავებელი.
ზოგიერთ საჯარო წარმონაქმნს კარგახანია ამოეწურა არსებობის
აუცილებლობა და ამიტომ გასაუქმებელია და მისი ბიუჯეტი
გამოსაყენებელია სხვა დანიშნულებით.
მაგალითად აფხაზეთის მთავრობა თბილისში თავისი მრავალ
მილიონიანი ანაზღაურებით. ხომ არ იქნებოდა უპრიანი ამ თანხების
გამოყენება ლტოლვილების საკითხების მოსაგვარებლად.
ამ თითქოს ნაკლებადმნიშვნელოვან საკითხს, დიდი პოლიტიკური
დატვირთვა მოყვებოდა და შესაძლებელია შემდგომში შერიგების
პირველი ნაბიჯი იქნებოდა. ისე კი ჩემი აზრით, აფხაზეთის
დედასამშობლო საქართველოში მობრუნების გასაღები
ძევს აჭარაში და არც თუ ძნელი მისაგნებია. ვიდრე აფხაზები
არ იხილავენ აჭარაში ჭეშმარიტი ავტონომიის ნიშნებს, უბრალოდ
დიალოგი მათთან შეუძლებელი იქნება. ამიტომ ვფიქრობ,
დღეს მომუშავე პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიამ
უნდა გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა. მიუხედავად არსებული
რეალობისა და წინააღმდეგობებისა, მისაღები ფორმით, პერსპექტივის
გათვალისწინებით, პროექტში ჩაიწეროს ფორმულირება
აფხაზეთთან მომავალი ურთიერთობისა. ეს არის ძალზედ
მნიშვნელოვანი, რამეთუ უნდა დაიწყოს ნაბიჯ-ნაბიჯ მოძმე ხალხების
დაახლოვება. სხვა გზა არ არსებობს. ვერც ნატო და
ვერც მესამე ქვეყნები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ იტვირთავენ.
ამ შემთხვევაში უზარმაზარი როლი ენიჭება მასმედიის სა-
შუალებებს და ტელემაუწყებლობას.
ასეთ შორს მიმავალ მიზნებს ნამდვილად ხელს არ უწყობს
2012 წელს, თურქეთში მიუმინ ვილდისცპს-ის ავტორობით საზოგადოება ,,GEORGIAN FRIENOSHIP ASSOCIATION”-ს
მიერ გამოქვეყნებული, საკმაოდ კვალიფიციურად დამზადებული,
ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი სახელწოდებით – „საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო მასალებში“. სადაც
მნიშვნელოვნად დამახინჯებულია თურქეთ-საქართველოსთან
არსებული ისტორიული ფაქტები. აფხაზები კი გამოყვანილია
როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამაწიოკებელი
და დამყაჩაღებელი. ეს და სხვა მრავალი ისტორიულად დამახინჯებული ფაქტები თავმოყრილია ამ გამომცემლობაში, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება მოსახლეობაში, მიზნად ისახავს აზროვნებაში ცვლილებების შეტანას და წარმოადგენს სა-
შიშროებას ეროვნული თვითყოფადობისათვის. ამიტომ, ვფიქრობ,
ყურადსაღებია და ზომად მისაღებია სათანადო სამსახურების
მხრიდან.
ძალიან მოკლედ მინდა შევეხო „ნაციონალურ მოძრაობასთან“
ურთიერთობების საკითხებს. არ ვფქირობ, რომ „ნაციონალური
მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ
პოლიტიკური შეფასება აუცილებელია. სამართლებრივი დევნა
იმ პირებისა, ვისაც ხელები იდაყვამდე სისხლში აქვს დასვრილი,
სწორი იქნებოდა და მოსახლეობისათვის მისაღები. სწორედ
ამას ელოდება საზოგადოება.
საზოგადოებისათვის გაუგებარია თუ როგორ შეიძლებოდა, რომ
არა ერთი მძიმე დანაშუალის ჩამდენი და მხილებული, აჭარის
ყოფილი კუდის უფროსი თ. პატარაძე, საპროცესო გარიგების
შედეგად საპატიმრო სასჯელს განერიდა, რა ინფორმაციაც არ
უნდა მიეწოდებინა თავისუფლების სანაცვლოდ. ალბათ უფრო
ღრმად არის შესასწავლი ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკის საქმიანობა
საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც ყოფილი ხელისუფლების აქტიური
წარმომადგენლები ჭარბად წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა
საჯარო სამსახურში, სარგებლობენ მისი უპირატესობებით,
და გარკვეულ პროცესებზე გავლენის მოხდენის საშუალება
გააჩნიათ. ამას ბოლო უნდა მოეღოს, რაც არის სამართლიანობის
აღდგენის მნიშვნელოვანი ნაწილი.
არ შეიძლება გვერდი აუაროთ აჭარაში არსებულ მდგომარეობას.
ნახევარ წელზე მეტია, რაც გვეღირსა ნორმალური ხელმ-
ძღვანელობა. მაგრამ საოცარია, რა ჯადო ძალა გააჩნია იმ სავარძელს,
რომ ავიწყებს პატრონს დაპირებებს, და გასაკეთებელი
საქმეების პრიორიტეტებს!
აქ დაგროვდა უამრავი საკითხები და პრობლემები, რომლებიც
სასწრაფო ჩარევას და გადაჭრას ითხოვენ:
• ურბანიზაციის მორგება თანამედროვე პირობებთან და ისტორიულ
მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
• ნაგვის უტილიზაციის, გადამუშავების და გამოყენების საკი-
თხი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეზობელ
რეგიონებთან კოოპერირების გათვალისწინება.
• სოფლის მეურნეობის რეალური განვითარების და მოპოვებული
პროდუქციის რეალიზაციის საკითხები.
• საზღვაო ადმინისტრაციის მუშაობის კარდინალურად გარდაქმნის
და ეფექტიანობის ამაღლების საკითხი. მეზღვაურების
დასაქმების და არსებული სხვა პრობლემების შესახებ.
• ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების
მოთხოვნის და ჩვენს ირგვლივ საჭირო წესრიგის დამყარების
შესახებ.
• საფეხბურთო სტადიონი და საცურაო აუზის მშენებლობის
შესახებ.
ინფორმაცია ფიფას სტანდარტით მეოთხე კატეგორიის სტადიონის
პროექტთან დაკავშირებით მისაღებია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა
კატეგორიის გაზრდა, რამეთუ მოსახერხებელი ყოფილიყო
წამყვანი ევროპული გუნდებისათვის და მომგებიანი (შემოსავლიანი)
ჩვენთვის. დამატებითი ფინანსების მოზიდვა ამ შემ-
თხვევაში ადგილზე შესაძლებელია.
• მაღალმთიან რაიონებში, კაშხლების აშენებასთან დაკავშირებული
პრობლემების დროული შესწავლა. დამდგარი და შესაძლო
ზიანის მოყვანა საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
და მრავალი სხვა.
აჭარის მოსახლეობისათვის მიუღებელია:
• ზღვისპირა პარკის კონსერვაცია იმ მოცემულობით, რაც დღეს
არსებობს.
• მერიის ზედამხედველობის სამსახურის ნაკლებადეფექტური
მუშაობა. მოუწესრიგებელი ე.წ. გარევაჭრობები, არსებული ნორმატივების
და სანიტარული ნორმების იგნორირებით და დარ-
ღვევით. მუდმივი სატრანსპორტო საცობების არსებობით და ამ დროს ზომების მიუღებლობით, ეზოების მოუწესრიგებლობით
და სხვა.
• აუტანელი მდგომარეობა მაწანწალების და მათხოვრების
მხრიდან, რომლებიც ჭარბად არიან ქუჩებში
და გზაჯვარედინებზე, საეჭვო ყუთებით და საინვალიდო
ეტლებით. მოსახლეობა ითხოვს სასწრაფო ჩარევას
და ამ საკითხის მოგვარებას.
• სასტუმროებში, სალონებში, სკვერებში და ქუჩაში
მეძავეების და მათი ხელშემწყობების უპრობლემოდ
„საქმიანობა“.
• აჭარის მოსახლეობისათვის კატეგორიულად მიუ-
ღებელია, აქ სამუშაოდ, თითქოს როტაციის შედეგად,
სხვადასხვა რაიონებიდან კადრების ჩამოყვანა და დასაქმება,
როცა ადგილზე მცოდნე, კვალიფიციური და
ერთგული კადრების დეფიციტი არ არსებობს. ეს
ალბათ არის ადგილობრივ მოსახლეობაზე უნდობლობის
გამოცხადება. ისიც უნდა აღინიშოს, რომ ჩამოყვანილი
კადრები არაფრით არ გამოირჩევიან. რაც
შეეხება როტაციას, აქედან ცენტრში სამუშაოდ არავინ
წაუყვანიათ.
• მოსახლეობისათვის არ არის სულერთი, რომ
ახალგაზრდობაში ისევ წამოიწია ე.წ. ქურდული მენტალიტეტი,
საქმის გარჩევები, აზარტული თამაშები,
სადარბაზოებსა და ეზოებში ისევ გამოჩნდა გამოყენებული
შპრიცები. პრევენციული ღონისძიებები არ
ტარდება და მრავალი სხვა.
ყველა ზემოთმოყვანილი პრობლემის ფონზე, განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება აჭარის უმაღლესი
საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტურ
განხორციელებას, რამეთუ მას გააჩნია ავტონომიური
უფლება არსებული საკითხების სამართლებრივი
რეგულაცია ადგილზე მოახდინოს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია,
ვინაიდან წინადადებების განხილვას
და ნორმატივების დამტკიცება უმაღლეს საბჭოში
შეიძლება გაცილებით სწრაფად და მოქნილად მოხდეს,
ვიდრე საქართველოს პარლამენტში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკნანომდებლო ინიციატივები
საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით,
უწყებებიდან და სამინისტროებიდან ძალიან მცირეა,
ვინაიდან ალბათ თავს არიდებენ პასუხისმგებლობას
და ზედმეტ თავის ტკივილს.
ეს არის იმ საზრუნავი საკითხების მოკლე ჩამონათვალი,
რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ჩარევას
და მოგვარებას.
რეზო რომანაძე, პოლკოვნიკი, იურისტი – სამართალმცოდნე