მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ახალსოფელში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ახალსოფელში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

257
0

2017 წლის 29 აპრილს, შაბათს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. სოფლის პირველად ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება 12:00 საათიდან შეეძლებათ.
უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას ადგილზე შეეძლება მიიღოს – ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. დაგეგმილა ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევები.
უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.