მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება “ველოსიპედისტთა კლუბი” ქედაში

“ველოსიპედისტთა კლუბი” ქედაში

333
0

მალე ქედაში ახალი სერვისი – ,,ველოსიპედისტთა კლუბი” იფუნქციონირებს. ინიციატივა ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მშვიდობის კორპუსის მოხალისეს ეკუთვნის და მასში მონაწილეობას12-დან 17 წლამდე ასაკის ქედის საჯაროს კოლის მოსწავლეები ღებულობენ.
პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური (თანამონაწილეობითი) მხარდაჭრით მიმდინარეობს და წინამოსამზადებელი ეტაპები უკვე აქტიურ ფაზაშია:ჯგუფებს უტარდებათ ტრენინგი – „როგორ დავატრენინგოთ ჩვენი თემი“, აწყობენ სახალისო და საინტერესო აქტივობებს, პრეზენტაციებს ტრენინგის დაგეგმვის შეასხებ და ა.შ.
კლუბში ტრენინგების 8 სერია უკვე ჩატარდა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ჯანსაღ საკვებზე, ველოსიპედის უსაფრთხოდ ტარების შესახებ და ა.შ. რომლის დასრულების შემდეგ მინიმუმ 10 ველო-ექსკურსია მოეწყობა ქედის სხვადასხვა სოფლებში, სადაც კლუბის წევრები ჩაატარებენ მსგავს შეხვედრებს აღნიშნულ თემებზე.
კლუბში 19 ახალგაზრდაა გაწევრიანებული. 12 ველოსიპედი, კლუბის წევრების მაისურები და აღჭურვილობა უკვე შეძენილია. ველო-მარათონის ოფიციალური გახსნა ქედაში ტურისტული სეზონის დაწყების დღეს – 15 მაისსაა დაგეგმილი.