მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

211
0

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სხდომაზე დეპუტატებმა 20 საკითხი განიხილეს.
მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, ცვლილების თანახმად სოფელ ახალსოფელის სასმელი წყლის მაგისტრალის (1 ეტაპი) მოსაწყობად მიმდინარე წელს 500 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ წყალსადენზე პროექტი უკვე შეძენილია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება აგრეთვე სოფელ ქედქედსა და მაღლაკონში, რისთვისაც ბიუჯეტიდან მთლიანად 256 000 ლარამდე დაიხარჯება.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

სხდომაზე აგრეთვე წარდგენილი იყო გამგეობის სამსახურების მიერ 2016 წელს გაწეული მუშაოების შესახებ ანგარიში, რაც საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობის მხრიდან მოწონებული იქნა.
დღესვე სხდომაზე გადაწყდა, რომ მოსახლეობის მხრიდან ხშირი მომართვიანობისა და ახალშენში მოზარდთა გაზრდილი რაოდენობის გამო სოფელ ახალშენში დამატებით მეორე საბავშვო ბაღი აშენდება.