დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციულ ეთეულში გამგებლის წარმომადგენლებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ომბუდსმენმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა.
საანგარიშო მოხსენებაში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები სამსახურის საქმიანობის შედეგებისა და მომხმარებელთა მომართვიანობის შესახებ, საჩივრების შინაარსი ენერგოკომპანიების მიხედვით და საზოგადოებრივი დამცველის აქტივობის შედეგად ჩამოწერილი თანხების ოდენობა.
…ენერგოომბუდსმენის ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში 2016 წელს არსებული პრობლემები.
რეგიონებში კვლავ აქტუალურია ელექტროენერგიის არასათანადო ძაბვით მიწოდების საკითები, მოძველებული ელექტრო-სადენები, განათების ბოძები, მომსახურების დაბალი ხარისხი, ხშირია საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების ფაქტები.
ელექტრორენერგეტიკის სფეროში პრობლემად დარჩა მომხმარებლების ბარათებზე ასახული ხანდაზმული ვალები, აგრეთვე უსაფუძვლოდ განხორციელებული დარიცხვები.
მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მხრივ წყალმომარაგების სექტორი ლიდერობდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.