მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უფასო იურიდიული კონსულტაცია მოსახლეობას

უფასო იურიდიული კონსულტაცია მოსახლეობას

330
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა სოფელ ხელვაჩაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. დღეს კონსულტატმა ნატალია ირემაძემ ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო და იურიდიული კონსულტაციები გაუწია. შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ასევე ისაუბრეს რეპრესირებულებთან დაკავშირებით დოკომენტაციის მომზადების წესზე. მომდევნო შეხვედრა 1 კვირაში შედგება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნულ სამსახურთან ერთად შეხვედრები გამგეობის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილებისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით იმართება.