მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავი ხელვაჩაურში აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავი ხელვაჩაურში აღინიშნა

212
0
ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღინიშნა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ობელისკი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულებს პატივს მიაგეს. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამგეობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალბატონს კამენცევა თამარს საჩუქრად 500 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 300–300 ლარი გადაეცათ. აღნიშნული თანხა გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამოიყო. 9 მაისთან დაკავშირებით ღია ცის ქვეშ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. 72 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.