დასრულდა ქობულეთის კულტურის ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პროექტის „რჩეული ქობულეთელის“ მეორე ეტაპი, პირველ ეტაპზე ჩვენი გაზეთის მკითხველმა შემოგვთავაზა ათეულის პრეტენდენტები, რომელთაგანაც სპეციალური საგაზეთო კუპონების საშუალებით ისევ მკითხველმა გამოავლინა 2016 წლის „რჩეულთა“ ათეული.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ პროექტის გამარჯვებულებს, რომელთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თვის ბოლოს სასტუმრო `ჯორჯია პალასში~ გაიმართება: თემურ გოგმაჩაძე – მეცნიერ-მუშაკი, გუგული ართმელაძე – ბაღის გამგე, გელა აფაქიძე – მეწარმე, შუქრი თურმანიძე – ექიმი, ლალი თევზაძე – პედაგოგი, დუდანა ვერულიძე – ექიმ-ლაბორანტი, იოსებ მეგრელიძე – ინჟინერი, ჯემალ არობელიძე – სპორტსმენი, ლამარა ნაკაიძე – პედაგოგი, ზორბეგ ოქროპირიძე – მომღერალი.
ვულოცავთ ყველა „რჩეულს“ წარმატებას და კვლავაც ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სათაყვანებელი ქობულეთის წინსვლის სარბიელზე!