ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს;პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის;პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო;
ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიჭაურის ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წლის 1 ოქტომბერს შევა და 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება;
დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი კადრი;
მშენებლობაზე 219 870 ლარი დაიხარჯება;
მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება, რაც ხიჭაურის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის არარსებობას უკავშირდებოდა;
ამ დროისათვის მიმდინარეობს მეორე სართულის მშნებლობა. დასაქმებულია 5 ადგილობრივი;
მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა;
სულ შუახევში 5 საბავშვო დაწესებულება ფუნქციონირებს, მიმდინარე წელს მათ რიცხვს ხიჭაურის, ჭალა-წყაროთის, ჩანჩხალოს, შუბნისა და ფურტიოს ბაგა-ბაღები შეემატება.