მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დაიწყო

ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დაიწყო

266
0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება.
15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნეს იდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახს”.