მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება “ქალთა ოთახს” პირველი ლედი- მაკა ჩიჩუა ეწვია

“ქალთა ოთახს” პირველი ლედი- მაკა ჩიჩუა ეწვია

225
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახს” დღეს საქართველოს პირველი ლედი- მაკა ჩიჩუა ეწვია. პირველი ლედი „ქალთა ოთახში“ არსებულ სერვისებს გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მიზნობრივი პროგრამების შესახებ.
დღეს ოფიციალური ვიზიტით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუა იმყოფებოდა, რომელიც ხელვაჩაურში მცხოვრება შშმ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა.