მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა ახალი ვეტერერინალური კლინიკა გაიხსნა

ახალი ვეტერერინალური კლინიკა გაიხსნა

312
0

დღეს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. კლინიკის მშენებლობა განხორციელდა პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და CARD ცენტრის დახმარებით.
კლინიკა 60კვ.მ-ია და მასში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახები. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების – მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდა. კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 49 500 ლარია.