2017 წლის 3 ივნისს 12: 00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კირნათში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართება. ლოკაცია: ზედა კირნათის დაწყებითი სკოლა.
სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები ჩაატარებენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდება კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობოს განყოფილების, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.