მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელვაჩაურში

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელვაჩაურში

188
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის მუნიციპალური განვითარების განყოფილების თანამშრომლებმა თხილის ბაღების მონიტორინგი დაიწყეს. სპეციალისტებმა მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დაამონტაჟეს. ხელვაჩაურში ამ მიმართულებით მუშაობა 3 კვირის წინ დაიწყო.
მონიტორინგის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. ღონისძიებების ჩატარებისთვის პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ჩატარდა აქტიური საინფორმაციო კამპანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისთვის.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.