აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.
სტუმრებმა მოისმენეს მოკლე მოხსნებები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობასა და მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საქმეში, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ქალთა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე გათვლილ ახალ კამპანიას პროექტის -„თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.