ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდის „კარფურის“ ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო.
„კარფურ ჯორჯიამ“ ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა. საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად დღეს ამერიკული რესტორნები „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ გაიხსნა. უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც ტურისტულ ქალაქში ახალი სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართება.
„ვისოლ ჯგუფის“ მიერ ბათუმში ახალგახსნილი რესტორნები ქართულ ბაზარზე „ვენდის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსის“ მე-19 ობიექტია. ამ ეტაპზე ცენტრში 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა სამომავლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის მაღაზიების გახსნის შემდეგ გაიზრდება.