მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

333
0

11102632_633395643458717_4351953075592703105_n საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში „ახალაგაზრდა ადვოკატებმა“ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიზნესმენ როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრობს, რომელიც მას აჭარის რევოლუციის შემდეგ ჩამოართვეს და გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად გადასცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი პაპუაშვილი ცდილობს, რომ ეს სახლი ახლობელს გადაუფორმოს. აქციას როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. მათი მტკიცებით, როლანდ ბლადაძე სასამართლომ ყველა იმ საკითხში გაამართლა, რის გამოც სახლი დაუყადაღეს. თავად როლანდ ბლადაძე მოსკოვში იმყოფება, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით საქართველოში ჩამოსვლას და საკუთრების დაბრუნებას გეგმავს. საკონსტიტუციო სასამართლოდან აქციას გამოხმაურება არ მოჰყოლია.