ბათუმში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ოჯახში დამზადებული ღვინის მერვე ფესტივალი ჩატარდება. გალა კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მევენახეები, რომლებიც საუკეთესო ღვინის სტატუსის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან ერთმანეთს. წარმოდგენილი იქნება ქართული ესტრადა და ფოლკლორი, ასევე მოეწყობა სხვადასხვა ნომინაციაში მეღვინეების დაჯილდოვება. კონცერტზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.