“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქედის მერობის კანდიდატმა ლევან გორგილაძემ, წონიარისის ადმინისტრაციული ერთეულის სამ სოფელში – კანტაურში, ტიბეთასა და აბუქეთაში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატთან, სილოვან ბერიძესთან ერთად გააცნო. – “ჩემი მიზანია საზოგადოების ჩართულობით, ორმხრივი კომუნიკაციითა და ერთობლივი ძალისხმევით გავზარდოთ თვითმმართველობის ეფექტიანობა. ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმმართველობას, რაც ავტომატურად ნიშნავს ძლიერ საქართველოს”, – აღნიშნა შეხვედრებზე ლევან გორგილაძემ. მისივე თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტული იქნება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, მიზნობრივი და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური