2 ოქტომბერს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა, გადაადგილება შეფერხდა რკინიგზის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გელაურის დასახლებაში, ჯავახიშვილის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზე.
საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სტიქიის შტაბი, მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე სისტემები, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად ხელმძღვანელობს.