დაბრუნება 24 წლის შემდეგ – 1994 წლის სექტემბერში, აფხაზეთის ომში და¬ღუპული ერთ-ერთი გმირის თეიმურაზ ჯორბენაძის ნეშტი დახვრეტილ 25 თანამებრძოლს შორის აფხაზეთში, იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე აღმოაჩინეს. იგი ქობულეთში, მშობლიურ სახლში 18 ოქტომბერს გადმოასვენეს,ხოლო მეორე დღეს ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების სახელობის ტაძრიდან საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. თეიმურაზ ჯორბენაძე 24 წლის განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირი 1993 წლის 27 სე¬ქტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 31 წლის ასაკში აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს. მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლა კი უკვე რამდენიმე წელია მის სახელს ატარებს.
https://youtu.be/ZfP4RD4c1GU
გულიკო კალანდაძე
აჭარის ტელევიზიის ფოტო