„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ ერთმა ლიდერმა მირდატ ქამადაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და საარჩევნო კომისიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა, კერძოდ, ქამადაძის განცხადებით კონკრეტულ უბნებზე არიან ისეთი თავმჯდომარეები, რომლებსაც წინა არჩევნების დროს შენიშვნები აქვთ მიღებული, ასევე ქამადაძის აზრით, ადგილი აქვს სიების აღრევასა და სხვადასხვა მისამართზე არარსებული პიროვნებების მიწერას.
https://youtu.be/b6aEwAJ2Dug