„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ ერთმა ლიდერმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველმა ნომერმა მირდატ ქამადაძემ 11 საათზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და საარჩევნო კომისიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა, კერძოდ, ქამადაძის განცხადებით კონკრეტულ უბნებზე არიან ისეთი თავმჯდომარეები, რომლებსაც წინა არჩევნების დროს შენიშვნები აქვთ მიღებული, ასევე ქამადაძის აზრით, ადგილი აქვს სიების აღრევასა და სხვადასხვა მისამართზე არარსებული პიროვნებების მიწერას. მისი განცხადებით, დღეს ბათუმის 26-ე უბანზე ხმა მიაცემინეს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებული გახლავთ ხელვაჩაურში, ქამადაძის თქმით, პარტიამ საჩივრით უკვე მიმართა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს.