უბნების დახურვამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთმა ლიდერმა მირდატ ქამადაძემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და იმ დარღვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მათმა წარმომადგენლებმა უბნებზე დააფიქსირეს, ძირითადად საუბარი იყო არჩევნებში სუს-ის ჩართულობასა და ე.წ. სომხურ კარუსელებზე, ქამადაძის განცხადებით, ბათუმის 32-ე უბანზე მისულ მოქალაქეს ნათია ჯანელიძეს საკუთარი გვარის გასწვრივ ხელი მოწერილი დახვდა. ქამადაძის ინფორმაციით, 17 საათისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებმა 100-ზე მეტი საჩივარი დაწერეს, თუმცა უბნების დახურვამდე საჩივრებს კიდევ ელოდებიან.