აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექთნებს ხელფასს გაუზრდის
2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. თანხა 2018 წლის იანვრიდან გაიცემა.
დანამატი – სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა და გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, მინისტრის – ზაალ მიქელაძის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალთან გამართული შეხვედრების შემდეგ გადაწყდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2014 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარს, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარს.
პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.
2018 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება.