ბათუმში მაღაზია “მაგნოლიას” ყოფილი უფროსის გურამ ხიმშიაშვილის ახლობლებმა და თანამშრომლებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც გურამ ხიმშიაშვილი აცხადებს, აღნიშნული მაღაზიის შენობა 21 წლის წინ სარფისა და პორტის საბაჟოს ყოფილმა უფროსმა გოგი შევარდნაძემ უკანონოდ მიითვისა. ხიმშიაშვილის თქმით, ამ დროის განმავლობაში ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით არაერთხელ შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. გურამ ხიმშიაშვილი პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და ეჭვობს, რომ სტრასბურგის სასამართლოდან მოყოლებული დღემდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მფარველობს. “მთავრობას ვთხოვ, რომ შუამდგომლობა გაგვიწიოს”-განაცხადა გურამ ხიმშიაშვილმა.