ქედის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძესთან ერთად, საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო. ამ დროისთვის 14 მძიმე ტექნიკა მუშაობს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით. გაიწმინდა კოკოტაური, ხარაულა-ჯალაბაშვილები, აბუქეთა-ტიბეთა, ცენტრი მერისი, სოფელი მერისი, სილიბაური, მილისი, უჩხითი, ზენდიდი, ხუნკუდას მიმართულებები და დაბის ქუჩები. ელექტროენერგია უკვე აღდგენილია ზუნდაგაში, ზედა და ქვედა მახუნცეთში. მობილური ჯგუფები ამ წუთებშიც აგრძელებენ ადგილზე სამუშაოებას. მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბი ოპერატიულად რეაგირებს ყველა შემოსულ ინფორმაციაზე. ქედაში კვლავ ინტენსიურად თოვს.