მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ნაციონალური“ ბრალდება აჭარის მთავრობას

„ნაციონალური“ ბრალდება აჭარის მთავრობას

346
0

get_img „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ ხარაზი აჭარის მთავრობას 2012 წლის შემდეგ მოზიდული 3 კონკრეტული ინვესტიციის დასახელებას სთხოვს, ხოლო აჭარის ფინანსთა მინისტრს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ დავით ბალაძემ სატელევიზიო გამოსვლისას გაკეთებული განცხადებით, რომ „ატლას ჯორჯია“ მის მიერ მოძიებული კომპანიაა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა. რეზო ხარაზი თავისი განცხადების დასადასტურებლად სპეციალურ დოკუმენტს იშველიებს, რომლის მიხედვით ინვესტორის დაინტერესება ჯერ კიდევ 2012 წლის თებერვალში, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მოხდა. „ნაცმოძრაობის“ წევრის აზრით არასერიუოზულია ინვესტიციად იმ ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის მშნებლობის გასაღება, რომელსაც არჩილ ხაბაძის მეგობარი აშენებს. ხარაზი მინისტრს და აჭარის მთავრობას იმის გახსენებასაც სთხოვს, თუ სად იყვნენ ისინი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისას და თემაზე საუბრისგან თავშეკავებას ურჩევს.