დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ფილიალში უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც იმ კომპანიებზე ისაუბრა, რომლებიც დასაქმებულებს კუთვნილ ხელფასებს არ უნაზღაურებენ, კონკრეტულად კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლე კონსტრუქცია 231“-ის ხელმძღვანელმა ლევან ჭანტურიამ ხულოს მუნიციპალიტეტში ღურტის სარწყავი არხის სარეკონსტრუქციო -სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულ ექვს პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა. აღნიშნულმა პირებმა დახმარებისათვის ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა, მთავრობა პასუხისმგებლობას იმ მოტივით გაურბის, რომ დამსაქმებებელი თაღლითია.
“მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა შესაბამის სამსახურებს გაემკაცრებიათ კონტროლი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებზე, რათა ამ უკანასკნელ უზრუნველეყოთ დასაქმებულ პირებზე ხელფასების დროულად გაცემა, კვლავ გრძელდება და ფიქსირდება ფაქტები, როცა ადამიანები თვეობით ელოდებიან თავის კუთვნილ ანაზღაურებას” – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.