დღეს სასტუმრო “ვინდჰემ ბათუმში” “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება იყო. პრეზენტაციას რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები დაესწრნენ. პრეზენდაციის შემდეგ ჰაბის ინიცირებით დისკუსია გაიმართა, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე იმსჯელეს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია. ღონისძიება მეცნიერთა კავშირ “ინტელექტის” მიერ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.