მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აფეთქება ბათუმში

აფეთქება ბათუმში

381
0

დღეს, ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა, 7 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მათ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბათუმის მერის – ლაშა კომახიძის განცხადებით, ცხრავე ოჯახს დღესვე გადაიყვანენ დროებით საცხოვრებელში. აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები, დაიმსხვრა მინები, დაზიანდა კორპუსები და ახლო-მახლო გაჩერებული ავტომანქანები. მერის განცხადებით დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეუწევათ. აფეთქების მიზეზი ცნობილია, შემთხვევა მოხდა ბუნებრივი აირის მიზეზით, თუმცა რატომ, ამას გამოძება დაადგენს.