მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ზურაბ პატარაძის კომენტარი ართვინი გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ

ზურაბ პატარაძის კომენტარი ართვინი გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ

129
0

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას. აღნიშნულ საკითხზე აქტიურ ფაზაშია ორმხრივი კონსულტაციები ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ ანკარას შორის, მუშაობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლები, ამავდროულად, შედგა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ართვინის გუბერნატორი, ისევე როგორც სასაზღვრო და ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე თურქეთის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოხატავენ ოფიციალურ ანკარასთან მოლაპარაკებებში ჩართულობისა და საკითხის მხარდაჭერის კუთხით. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის რეგულაციების საბოლოო დაზუსტებამდე, განიხილება კონკრეტული დროებითი მექანიზმის შემუშავება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კვეთენ საზღვარს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დამატებითი დეტალების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ.