მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 28 წელი აზერბაიჯანელი ხალხის სისხლიანი ტრაგედიიდან…

28 წელი აზერბაიჯანელი ხალხის სისხლიანი ტრაგედიიდან…

503
0

1295544332_file_11_20_yanvarყოველი ხალხის ისტორიაში არის ტრაგიკული მომენტები, ასევე გმირობის ფურცლებიც. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს ორი მომენტი ემთხვევა ერთმანეთს. აზერბაიჯანელმა ხალხმა 1990 წლის სისხლიანი იანვარი გადაიტანა, როგორც ტრაგედია, ასევე როგორც გმირობის ფურცელი. იმ საშინელმა ღამემ გამოსცადა აზერბაიჯანელი ხალხი. გამოვლინდნენ თვითონ ხალხში მომწიფებული გმირები, ასევე ნათელი გახდა მათ სათავეში მდგომთა ვინაობა.
20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში არის არა მარტო ტრაგედია, არამედ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გზის პირველი მწვერვალი, ეროვნული თავისუფლების სურვილის გაღვიძების დღეა. ეს არის საპატიო თარიღი, რომელმაც აამაღლა წლების მანძილზე საბჭოთა იმპერიის მონობაში მცხოვრები ხალხის თავისუფლების ხმა, წარმოაჩინა სიმამაცე საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. ეს თარიღი ასევე იყო მორიგი გამოცდა, რომელმაც დაამტკიცა, თუ ვინ რას წარმოადგენს.
images   1989 წლის ზაფხულიდან მოსკოვის მიერ ბაქოში დამატებითი ჯარის ნაწილების გასაგზავნად აზერბაიჯანის კპ ცკ–ის იმდროინდელი მაღალჩინოსანი პირების ხელმოწერით სსრკ–ის მთავრობის ხელმძღვანელებს გაეგზავნათ დაშიფრული ტელეფონოგრამები.  გამოძიებამ დაადგინა, რომ 1990 წლის იანვრის შუა რიცხვებში ბაქოში ჩამოიყვანეს სსრკ–ის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სხვა სპეციალური დანიშნულების სამხედრო ქვედანაყოფების 66 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი. აზერბაიჯანში გაგზავნილი ჯარის ნაწილების შემადგენლობაში შედიოდნენ სტავროპოლიდან, როსტოვიდან, კრასნოდარიდან მობილიზებული ჯარისკაცები და სამხედრო სასწავლებლების კურსანტებიც. რესპუბლიკაში ჩამოყვანილი სამხედრო ძალების, ოპერაციებზე ხელმძღვანელობისთვის ბაქოში ჩამოსული 300–ზე მეტი მაღალჩინოსანი ოფიცრებისა და გენერლების სურსათით, ტრანსპორტითა და საწვავით უზრუნველყოფის ხარჯები იფარებოდა რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.
1990 წლის 15 იანვარს სსრკ–ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ მ. გორბაჩოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ, ამ განკარგულების მე–7 პუნქტში აზერბაიჯანის სსრ–ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის იყო შემოთავაზებული ნებისმიერი საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ქალაქ ბაქოსა და განჯაში და სხვა საცხოვრებელ პუნქტებში კომენდანტის საათის გამოყენების ჩათვლით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სსრკ–ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ზემოთ აღნიშნული განკარგულების საწინააღმდეგოდ 1990 წლის 19 იანვარს იურიდიული ძალის არმქონე აზერბაიჯანის სსრ–ის უზენაესი საბჭოს 15 იანვრის ყალბი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო განკარგულება 20 იანვარს 00 საათიდან „ქალაქ ბაქოში საგანგებო სიტუაციის გამოყენების შესახებ“. დადგინდა, რომ ყოფილი სსრკ–ის ხელმძღვანელმა მ. გორბაჩოვმა ამ განკარგულებაზე ხელის მოწერით უხეშად დაარღვია კავშირის კონსტიტუციის 119–ე, აზერბაიჯანის სსრ–ის კონსტიტუციის 71–ე მუხლები.
index_01   მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოიყენეს 20 იანვარს 00 საათზე, ჯარების ნაწილები ქალაში პირველად შეიყვანეს 19 იანვარს 21 საათიდან, თურქან–გალას მხრიდან. „ბაქოს ოპერაციას“ ხელმძღვანელობდნენ უშუალოდ სსრკ–ის თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი, სსრკ–ის შინაგან საქმეთა მინისტრი ვადიმ ბაკატინი, სსრკ–ის სუკ–ის თავმჯდომარის მოადგილე ფილიპ ბაბკოვი.
ბაქოს გარნიზონის ჯარები, ჩამოყვანილი სამხედრო ნაწილები, სამხედრო გემებიდან გადმოყვანილი სადესანტო ჯგუფები თავს დაესხნენ ქალაქს. მძიმე სამხედრო ტექნიკამ ძალიან ადვილად დაანგრია ბარიკადები. ქალაქის ქუჩები დაფარული იყო მოკლული და დაჭრილი უდანაშაულო ადამიანების – მოხუცების, ქალების, ბავშვების სისხლით. სამხედროები კლავდნენ შემთხვევით ქუჩაში გამოსულებს, ესროდნენ საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს, კლავდნენ დაჭრილებს, წვავდნენ, შეურაცხყოფდნენ, ამახინჯებდნენ გვამებს. ადამიანებს აგდებდნენ მძიმე სამხედრო ტექნიკის მუხლუხოების ქვეშ და კლავდნენ დიდი ტანჯვით.
ბაქოში შეყვანილი ჯარის კონტინგენტი იმყოფებოდა დახურულ ბანაკებში. მათ მოსახლეობასთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდნენ, რათა არ გაეგოთ, რომ მოსახლეობა იყო ხელშიშველი. ბაქოში ჩამოყვანილ ჯარისკაცებს და ოფიცრებს ეუბნებოდნენ, რომ „ისლამის ფუნდამენტალისტებმა“, „პანთურქისტებმა“ აზერბაიჯანში ხელში ჩაიგდეს საბჭოთა ხელისუფლება, ამიტომაც საჭიროა მათი განადგურება. სწორედ აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის გრძნობით განწყობილი, სპირტიანი სასმელების საშუალებით წაქეზებული, ქალაქზე თავდამსხმელი ჯარისკაცები და ოფიცრები განუსხვავებლად ესვროდნენ ქალებს, მოხუცებს, ჩვილებს, სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლებს და ექიმებსაც კი, მხეცურად კლავდნენ მათ. ტანკები ზედ გადადიოდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებით სავსე მსუბუქ მანქანებს. საავადმყოფოებს დენი შეუწყვიტეს, რომ შეუძლებელი ყოფილიყო დაჭრილებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მოსახლეობისთვის საგანგებო სიტუაციის გამოყენების გამოცხადებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა დაუნდობლად მოკლეს 82 ადამიანი, ხოლო 20 ადამიანი დაჭრეს სასიკვდილოდ.
esrin faciesi   ამრიგად, ჯარების უკანონოდ შეყვანის შედეგად ბაქოსა და რესპუბლიკის რაიონებში მოიკლა 147, დაიჭრა 744, უკანონოდ დააპატიმრეს 841 ადამიანი, მათგან 112 კაცი გადაიყვანეს სსრკ–ის სხვადასხვა ქალაქში და მოათავსეს ციხეებში. სამხედრო მოსამსახურეებმა გაანადგურეს 200 სახლი და ბინა, 80 ავტომანქანა, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები, ცეცხლის გამომწვევი ტყვიებით გაჩენილი ხანძრების შედეგად განადგურდა დიდი რაოდენობით სახელმწიფო და კერძო ქონება.
წინასწარ მოფიქრებული და მომზადებული ეს ძალადობის აქცია მიზნად ისახავდა აზერბაიჯანელ ხალხში დემოკრატიისა და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის დახშობას, ხალხის შეურაცხყოფას და მისთვის მორალური დარტყმის მიყენებას.
მაგრამ ამ ყველაფერმა არ შეაშინა აზერბაიჯანელი ხალხი, პირიქით, უფრო მეტად გააძლიერა მათი სიძულვილი საბჭოთა იმპერიის მიმართ. ხალხს არ შეეშინდა ავტომატების ხიშტების და ტანკების ლულების სროლისა, მათ ქუჩებიდან და მოედნებიდან შეაგროვეს დაღუპულთა გვამები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქუჩასა და კუთხეში იყო დადგმული ზარბაზნები და თოფები, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა, 22 იანვარს ხალხმა „თავისუფლების“ მოედნიდან შეხიდები გააცილა უკანასკნელ სასუფეველში – შეხიდების ხეივანში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ისეთი ხალხმრავლობა, როგორიც იყო ჩვენს შეხიდთა დაკრძალვის ცერემონიაზე. აზერბაიჯანელი ხალხი გლოვობდა 40 დღეს. ხალხმა გაუძლო შიმშილს, მაგრამ პროტესტის ნიშნად გაიფიცა 40 დღით.
20 იანვრის ხოცვების შემდეგ ხალხი პანიკაში იყო. იგი დაახრჩვეს თავის სისხლში, დაამცირეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 21 იანვარს ინდივიდუალურ პენსიაზე მყოფი ჰეიდარ ალიევი მივიდა მოსკოვში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში და სიტყვით გამოვიდა აქ ორგანიზებულ ხალხმრავალ კრებაზე. ამ მძიმე დღეებში მან განაცხადა, რომ იგი სოლიდარულია ხალხთან. მან ხელშიშველი ხალხის გატეხვა ამხილა, როგორც სამართლის, დემოკრატიის, ჰუმანიზმის საწინააღმდეგო, მოსკოვის და რესპუბლიკის ხელმძღვანელების ბრალით დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა.
20 იანვრის ტრაგედია ამავე დროს აზერბაიჯანის ისტორიაში ასახულია, როგორც ზოგადსაკაცობრიო ტრაგედია, ასევე დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ჩვენი ხალხის მიერ შექმნილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მწვერვალი. როგორც აღნიშნა ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა, ამ აგრესიამ ჩვენს ხალხს მიაყენა დიდი მორალური დარტყმა და გამოიწვია დანაკარგები, მაგრამ ვერ გათელა მისი თავმოყვარეობა, ვერ გატეხა მისი სიამაყე და ახალ ფურცლად დაიწერა გმირობის მატიანეში.
ჩვენი ქვეყნების ისტორია მსგავსია. ისტორიიდან იცით, რომ ქართველმა ხალხმაც საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაკარგა ასობით ადამიანი. ქართველმა ხალხმა საბჭოთა იმპერიის მონობიდან თავის დასასხნელად იბრძოლა საკუთარი თავისუფლებისათვის და ააშენა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ალბათ გახსოვთ 1989 წლის 9 აპრილის თბილისის მოვლენები. ჩვენი ხალხების მსგავსი ისტორია საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მზადაა, რომ საკუთარი თავისუფლებისათვის სიცოცხლეც კი გაწიროს. გისურვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება, სახელმწიფოების დამოუკიდებლობა იყოს მარადიული, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს ეცხოვროს კეთილდღეობაში…

რაშად ისმაილოვი,                                                                           აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში