დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის მთავარი სამმართველოს შენობასთან ბრიფინგი გამართეს, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლაშა გოგნიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. „ლაშა გოგნიაშვილი დაკავებულია თავისი მეგობრების, ნათესავების და ახლობლების კომფორტის შექმნით რაც სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება. მოვითხოვთ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ადგილობრივი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება აჭარის დეპარტამენტის, რაც ხელს შეუწყობს და ეფექტურს გახდის კრიმინალთან ბრძოლას აჭარაში“-განაცხადა გია ხალვაშმა. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ აჭარაში გაზრდილია კრიმინოგენური მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ართულება შსს-ში არსებული მდგომარება, რისი ნათელი მაგალითიცაა აჭარის პოლიციის დეპარტამენტი და ხელმძღვანელი ლაშა გოგნიაშვილი.