მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასება

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასება

175
0

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის-2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასების შუალედური შედეგების პრეზენდატია გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული ანალიზი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევა, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები წარმოადგინეს.

კვლევა პროექტის-„საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“. ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა წარმოადგინეს.

მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შესასწავლი და გაანალიზებული იქნება საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოში არსებული კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების ხედვები და სტრატეგია, საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებში არსებული განწყობები და მათ მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აღქმა. ასევე, მოხდება პრაქტიკის შესწავლა ქალთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების განხორციელების თაობაზე. კვლევა ეტაპობრივად 2016-2018 საარჩევნო წლების ციკლში ხორციელდება.